თბილისში, Sisters Room - Artist Run Space-ში (ჩუბინაშვილის 21) გაიხსნა ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, სახელწოდებით, "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?".
გამოფენა ეძღვნება მშვიდობას და განიხილავს იმ სამი საყრდენის სტაბილურობას, რომელზეც მსოფლიო დგას - სამყაროს გამოსწორების, უსაფრთხო სივრცის პოვნისა და ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნების იმედი.
გამოფენაში მონაწილე KakdelArt საზოგადოების 8 მულტიდისციპლინური მხატვრები არიან ოლიმ ხადაშიმი (ახალი რეპატრიანტები), რომლებიც უკვე ისრაელში ცხოვრობენ და შვილების უსაფრთხოების გამო მოუწიათ ქვეყნის დატოვება. ისინი მიიწვიეს თბილისში, Sisters Room-ის სამხატვრო რეზიდენციაში, სადაც ერთად მუშაობდნენ სპეციალურად გამოფენისთვის ნამუშევრების შესაქმნელად.
ექსპოზიციის დათვალიერება 2 დეკემბრამდეა შესაძლებელი, 17:00-21:00 საათებში, სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
მონაწილე მხატვრები: ანასტასია ბუკალოვა, ქსენია გორშკოვა, მაშა შპრაიზერი, მაშა ნევეროვა, ლიბი ზაკი, მაშა ბრუმბერგი, ელენა შტემბერგი, ალექსანდრე ჟერდევი.
კურატორები: დაშა ილიაშენკო, ოლგა ელისეევა.
პარტნიორები: KakdelArt პლატფორმა მხატვრებისთვის, Sisters Room artist run space, Israeli House NET, Dor L'Dor Georgia.
KakdelArt არის არტისტების ინტეგრაციის პლატფორმა, მხატვრების ფართო და ინოვაციური საზოგადოება ისრაელში და მთელ მსოფლიოში. ის დააარსა და მართავს დაშა ილიაშენკო.
Sisters Room ხელოვნების სივრცე შექმნილია კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს, ენისა და კულტურული ბარიერების მიღმა კომუნიკაციისთვის და ახალგაზრდა ხელოვანების, კურატორებისა და ხელოვნების მოყვარულთა მხარდასაჭერად. მისი კურატორი ოლია მიანნიკი (ელისეევა).
ეს არის მოხალისეობრივი და არაკომერციული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ისრაელის ხელოვანებს და თარგმნოს ისრაელის პოზიცია და გრძნობები მთელ მსოფლიოში ხელოვნებისა და პირადი ისტორიების საშუალებით. გამოფენა მოიცავს ქანდაკებებს, გრაფიკას, ანიმაციას, ინსტალაციას და ტექსტურ ნამუშევრებს.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ ქართველი ხელოვანები და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები.
გამოფენის პარტნიორია „ისრაელის სახლი“, რომლის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, ამ გამოფენით ადამიანებს აქვთ საშუალება გაეცნონ ისრაელის საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების - მხატვრების/ხელოვანების პოზიციას, რომელიც საყოველთაო მშვიდობასა და სამართლიანობას შეეხება. ეს ისრაელის საზოგადოების პოზიციაცაა, რომელიც ამ შემთხვევაში ფერწერით არის გადმოცემული.
გამოფენის კურატორის, დაშა ილიაშენკოს თქმით, ამ ჯგუფურ გამოფენაზე მხატვრები ასახავენ მშვიდობის შესაძლებლობას, უბრუნდებიან წინაპრების ისტორიებს, გადმოსცემენ საკუთარ გამოცდილებას და ეჭვქვეშ აყენებენ ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ცნებებს. ისრაელის საზოგადოება KakdelArt-ის რვა მხატვრისთვის თბილისში The Sisters Room Space გახდა უსაფრთხო სივრცე დიალოგისა და თვითგამოხატვისთვის. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ისრაელში 7 ოქტომბერს ტერორისტულ თავდასხმას შეესწრო და გამოიარა ომის კვირები.
გამოფენის გახსნაზე ქართველმა მომღერალმა ქრისტი ჯაფარიძემ შეასრულა სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და მშვიდობისადმი მიძღვნილ ებრაული სიმღერა.