საქართველო - დაღესტნის საზღვართან, დაღესტნის კონტროლირებად ტერიტორიაზე ტყე იწვის.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ხანძარი ბეშტას რაიონში, დაახლოებით 20 ჰექტარზეა გავრცელებული.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან გამსახურდიას განცხადებით, ყვარლის რაიონის სახანძრო სამსახური მობილიზებულია და ცეცხლის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევაში, შესაბამის სამუშაოებს დაიწყებს.
„მესაზღვრეებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის ხანძარი საქართველოს ტერიტორიაზე არ არის. ცეცხლის გადმოსვლის შემთხვევაში, მეხანძრეები ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ჩაატარებენ",- განაცხადა გამსახურდიამ.