რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა. მათივე ცნობით, 24 დრონი გაანადგურეს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის, სმოლენსკისა და ტულის ოლქებში.
მათი მტკიცებით, უკრაინის ძალების სამიზნეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ობიექტი წარმოადგენდა.
როგორც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, თავდასხმის შედეგად ტულის ოლქში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც დრონი შეეჯახა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
რამდენიმე შენობის დაზიანების შესახებ იუწყება მოსკოვის ოლქის გუბერნატორიც. მისივე თქმით, იერიშის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
ამასთან, დროებით შეწყვეტილი იყო მოსკოვში „დომოდედოვოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტების მუშაობა.