„ჰამასმა“ მძევლების მეორე ჯგუფი გაათავისუფლა. წითელმა ჯვარმა ისინი ეგვიპტეში გადაიყვანა, საიდანაც ისრაელში დადაბრუნდნენ.
გათავისუფლებული მძევლებს შორის 13 ისრაელელი, ხოლო ოთხი ტაილანდის მოქალაქეა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ გათავისუფლებული მძევლები ოჯახებს საავადმყოფოში შეხვდებიან.
გავრცელებული ცნობით, მძევლებს პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.