კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაბრკოლებები გადალახულია და დღეს ღამით 39 პალესტინელი 13 ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლდება.
„შეფერხების შემდეგ, ორივე მხარესთან კატარისა და ეგვიპტის კომუნიკაციებით დაბრკოლებები გადაილახა. დღეს ღამით 39 პალესტინელი ქალი და ბავშვი 13 ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლდება“, – განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ.
ჰამასის ახალი განცხადებაც ადასტურებს, რომ მძევლების მეორე ჯგუფის გათავისუფლება უახლოეს საათებში მოხდება.
დაჯგუფება მადლობას უხდის ეგვიპტეს და კატარს ისრაელთან დროებითი ზავის გაგრძელების უზრუნველყოფისთვის.
მანამდე, ისრაელმა ტყვეების გაცვლის გადადებაში „ჰამასი“, ხოლო „ჰამასმა“ ისრაელი ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.