„ჰამასის“ სამხედრო ფრთა, აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება გადაიდო.
მათი თქმით, შეთანხმების შეწყვეტის ორი მიზეზი აქვთ. პირველი მიზეზია, რომ ისრაელმა მძევლების გათავისუფლება გადადო, მეორე მიზეზად კი ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში სატვირთო მანქანების არდაშვებას ასახელებს.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გაცვლის მეორე რაუნდი დღეს იგეგმებოდა. ტერორისტულ ორგანიზაციას დღეს 14 ისრაელის მოქალაქე უნდა გაეთავისუფლებინა, რის სანაცვლოდაც, ისრაელი 42 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებდა.