ეგვიპტელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მიიღეს დადებითი სიგნალები ორივე მხარისგან ისრაელ-ჰამასს შორის დროებითი ზავის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ ერთი ან ორი დღით. ამის შესახებ იუწყება Reuters.
ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა დიაა რაშვანმა განაცხადა, რომ ქვეყანა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა მხარესთან, რათა მიაღწიოს შეთანხმებას ოთხდღიანი ზავის გახანგრძლივებაზე, რაც „ნიშნავს ღაზაში მეტი მზევლისა და ისრაელის ციხეებიდამპალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
ასევე Times of Israel წერს, რომ ზავი შეიძლება გაგრძელდეს 1-2 დღით, რათა გათავისუფლდეს მეტი ისრაელელი მძევალი.