ხვალ, 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლო განიხილავს ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებას.
სასამართლო პროცესზე დაგეგმილია ცოტნე გამსახურდიას სიტყვით გამოსვლა.
პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკური პარტიის ლიდრებიც დაესწრებიან.