გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ირკვევა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ Marder-ის ტიპის 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანას საბრძოლო მასალებით, 2380 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვს, Wisent 1-ის ტიპის გამნაღმველ მანქანას, 2428 საკომუნიკაციო მოწყობილობას, ასევე Warthog-ის ტიპის ჯავშნიან სასწრაფო დახმარების მანქანებს, მიკროავტობუსებს და სატვირთო მანქანებს.
მანამდე, თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, რამშტაინის მე-17 კონფერენციის ფარგლებში ასევე განაცხადა, რომ უკრაინამიირებს IRIS-T SLM ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ოთხ დამატებით ერთეულს, რომელთა გადაცემა იგეგმება 2025 წელს, ასევე 20 ათას 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვსა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს.
უკრაინისთვის გერმანიის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის საერთო ღირებულება 1,3 მილიარდ ევროს შეადგენს. პისტორიუსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას როგორც ახლა, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.