ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023 დასრულდა. რიგით მესამე აგროოლიმპიადის გამარჯვებულები, საზეიმო ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელის მოდგილემ საქართველოში, მამუკა მესხმა და ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს ოლიმპიადის პარტნიორებმა და სპონსორებმა.
აგროოლიმპიადა 2023-ში 870 კონკურსანტი მონაწილეობდა და, ორეტაპიანი ტესტირების შედეგად, 39 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულები 4 კატეგორიაში დაჯილდოვდნენ: სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი, მოსწავლ. ოლიმპიადა მოიცავდა შემდეგ საკონკურსო მიმართულებებს: აგრონომია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია და სატყეო საქმე.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA). აგრარული ოლიმპიადის პარტნიორები არიან ავსტრიის განვითარების კორპორაცია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.
„ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება; შესაბამისად, ყოველწლიურად ვაძლიერებთ მხარდამჭერ პროგრამებს ჩვენი ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება აგრარული პროფესიებით. აქედან გამომდინარე, აგრარული ოლიმპიადა არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების, მოსწავლეების, სპეციალისტებისა და ფერმერების შესაძლებლობების გაზრდას და წახალისებას, რომ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ აგრარული დარგით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოში უკვე მესამე წელია ტარდება და მიზნად ისახავს აგრარული განათლების, სპეციალობების და პროფესიების პოპულარიზაციას, დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მნიშვნელობი შესახებ. აგროოლიმპიადა წარმოადგენს აგრარული მიმართულებით ცოდნის გამოვლენისა და შეფასების ერთადერთი პლატფორმას, რომელსაც საქართველოში და ზოგადად, რეგიონში, ანალოგი არ აქვს.
„ეროვნული აგარული ოლიმპიადა მნიშვნელოვან როლს ასრულებას აგრარული განათლების სექტორის განვითარებისა და პოპულარიზაციის პროცესში. მოხარული ვართ, რომ FAO ამ პროცესის აქტიური მხარდამჭერია და ვაპირებთ, მომავალშიც აქტიურად ჩავერთოთ ოლიმპიადის, ისევე როგორც აგრარულ სექტორში ცოდნისა და პროფესიების პოპულარიზაციის პროცესში, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელის მოდგილემ საქართველოში, მამუკა მესხმა.
აგროოლიმპიადა 2023-ს პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ: აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL), თიბისი ბიზნესისთვის, ალდაგი, აგროსფერო, ბარაქა, ჰექტაში, ქართული ღვინის გილდია, ვინოტელი, ბეკო, აგრომოტორსი, პომონა და მურაჩა.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ოლიმპიადის პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.