რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ზუგდიდიდან თაგილონის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი დააკავეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა, შემთხვევა გუშინ მოხდა. კილანავას თქმით, ოკუპანტებმა მგზავრები დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით დააკავეს და სამი საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
"ოკუპანტებს მგზავრები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. ისინი დოკუმენტების შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კილანავამ.