“ჰამასის” პოლიტბიუროს წევრმა მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა, რომ დაჯგუფებასა და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმება ძირითადად მოიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გათავისუფლებას.
აბუ მარზუკი ამბობს, რომ მძევლების უმეტესობას, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ, აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ფლობენ თუ არა ისინი ისრაელის პასპორტებს.
„50 მძევლიდან, რომლებიც გათავისუფლდებიან, უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა“, - თქვა აბუ მარზუკმა კატარის ტელეარხ Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, მძევლების გათავისუფლების შესახებ ისრაელსა და „ჰამასს" შორის შეთანხმება შედგა.
ისრაელში დაკავებული და დაპატიმრებული 300 პალესტინელის გათავისუფლების სანაცვლოდ, „ჰამასი“ 50 მძევალს გაათავისუფლებს.
ჰუმანიტარული პაუზების დროს ღაზაში შეუშვებენ სატვირთო მანქანებს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება და საწვავი გადააქვთ.
ისრაელის მედია იტყობინება, რომ პირველი მძევლები, შესაძლოა, ხუთშაბათს გაათავისუფლონ. ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება. ამ დროის განმავლობაში გამოცხადება ჰუმანიტარული პაუზებიც.