ლიბერთიმ კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეო რგოლი წარადგინა.
,,ახალ საკომუნიკაციო პლატფორმაზე ბანკი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ლიბერთის ბრენდის მიმართ ადამიანების ემოციური და რაციონალური დამოკიდებულებების შესაფასებლად არაერთი კვლევა ჩავატარეთ. მათ შორის თანამშრომლებში, რომელმაც აჩვენა რომ ლიბერთიში დასაქმებული ადამიანებისთვის ყველაზე საამაყოა ჩვენი ბანკის მასშტაბურობა, ხელმისაწვდომობა, ადამიანებზე ორიენტირებულობა, ინფრასტრუქტურის განსაკუთრებულობა და ამასთანავე, თანამედროვე პროდუქტებისა და სერვისების არსებობა.
ახალ კამპანიაზე, რომლის მთავარი გმირები ბანკის რეალური თანამშრომლები და მომხმარებლები არიან, სააგენტო Holy Motors-თან ერთად ვიმუშავეთ. ბანკის ახალი კამპანიის ფარგლებში, კონკრეტული საბანკო პროდუქტების შესახებ კომუნიკაცია, სხვადასხვა კონტენტით მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.“ - თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„ახალი კამპანია პასუხობს ლიბერთის სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. #ჩვენიანი არის ერთგვარი შეხსენება ყველასათვის, რომ ლიბერთი არის ბანკი, ქვეყანაში ყველაზე დიდი ქსელით, ყველაზე მეტი სერვის ცენტრითა და ფილიალით, მათ შორის მოძრავი ფილიალებით. ასევე, მოქნილი ციფრული სერვისებით - ინტერნეტბანკით და სრულყოფილი მობაილბანკით, სადაც ერთი ხელის მოსმით შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულება. 5 ათასი ადამიანისგან შემდგარი ერთიანი გუნდი კი, მუდმივად მუშაობს იმისათვის, რომ გახდეს ძირითადი ბანკი თავისი 1,6 მილიონი მომხმარებლისთვის. „ჩვენიანი“ კი ერთგვარი ფილოსოფიაც არის და დაპირებაც, რომელიც ლიბერთიმ თავისი მომხმარებლისთვის უნდა შეასრულოს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“ - თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.