"ჰამასის" ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელების ოჯახების წევრებისნაწილმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მთავრობის წევრებთან შეხვედრა დატოვა, მას შემდეგ, რაც უთხრეს, რომ მძევლების გათავისუფლება და „ჰამასის“ განადგურება თანაბრად მნიშვნელოვანია იყო. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ შევხვდით [სამხედრო კაბინეტის მინისტრებს ბენი] განცს და [გადი] ეიზენკოტს. ჩვენ მათგან მოვისმინეთ არაორაზროვანი განცხადებები, რომ ომის მთავარი მიზანი მძევლების გათავისუფლებაა, დღესნეთანიაჰუმ თქვა, რომ ორივე მიზანი თანაბრად მნიშვნელოვანია” , - განუცხადა ისრაელის მედიას უდი გორენმა, რომლის ბიძაშვილიც ჰამასის“ მებრძოლებს ტყვეობაში ჰყავთ.
თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მძევლების დაბრუნებას „წმინდა და უზენაესი მისია“ უწოდა.
"ჩვენ არ დავიხევთ უკან, სანამ ისინი არ დაბრუნდებიან, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და სამხედრო კაბინეტის პასუხისმგებლობა. მე მათ [შეხვედრის მონაწილეებს] რაც შემეძლო ვუთხარი დიპლომატიური, სადაზვერვო და ოპერატიული ძალისხმევის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ მთელი 24 საათის განმავლობაში. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას, ვიდრე ჩვენს მძევლებს არ დავაბრუნებთ სახლში, არ გავანადგურებთ „ჰამასს“ და არ დავრწმუნდებით, რომ ღაზა აღარ იქნება საფრთხე“, - ციტირებს ნეთანიაჰუს განცხადებას Times of Israel.