საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ჯგუფის ლიდერ ესპანეთს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
შეხვედრა ვალიადოლიდის „ესტადიო ხოსე სორილიაზე“ გაიმართა.
ანგარიში ესპანეთმა მატჩის მე-4 წუთზე გახსნა, მე-10 წუთზე კი ხვიჩა კვარცხელიამ გაათანაბრა.
55-ე წუთზე ესპანელებმა საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი გაიტანეს.
72-ე წუთზე კი ლამინ იამალის ჩაწოდების მოგერიებისას ლუკა ლოჩოშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 3:1.
საბოლოოდ, ესპანეთმა 21 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი 8 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა.