თეთრი სახლის განცხადებით, ისრაელი და „ჰამასი დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჯერ ვერ შეთანხმდნენ.
„ჯერჯერობით არ არის შეთანხმება, მაგრამ ჩვენ გულმოდგინედ ვაგრძელებთ მუშაობას მის მისაღწევად“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიენ უოტსონმა. იუწყება Reuters-ი.
ასევე მეორე ამერიკელმა ოფიციალურმა პირმაც დაუდასტურა სააგენტოს, რომ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.
მანამდე Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა, შეერთებულმა შტატებმა და „ჰამასმა“ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას საომარი მოქმედებების შეჩერებისა და ათობით მძევლის გათავისუფლების შესახებ.
როგორც გამოცემა აღნიშნავდა, შეთანხმების პირობების თანახმად, კონფლიქტის ყველა მხარე შეაჩერებდა საომარ მოქმედებებს სულ მცირე ხუთი დღით და239-იდან 50 ან მეტ მძევალს გაათავისიფლებდა ეტაპობრივად ყოველ 24 საათში.