უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე, დაიღუპა. 30 წლის მებრძოლი დანაყოფ "თბილისის" წევრი იყო.
გელენიძე თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და გუშინ ადგილზე დაიღუპა.
"ცხედრის გამოსატანად დაიგეგმა რამდენიმე ოპერაცია, სამწუხაროდ, წარუმატებლად. ოპერაციის ბოლო ფაზამ კიდევ უფრო დაგვწყვიტა გული და კიდევ ერთი მსხვერპლი მოიტანა ჩვენს რიგებში... ჩვენ გავწმინდეთ მოწინააღმდეგის მტრის ძალისგან აღნიშნული ტრანშიები. გახსნეს საარტილერიო ცეცხლი და ამ საარტილერიო ცეცხლში მოყვა [ნიკა გელენიძე]". - ამბობს უკრაინაში გელენიძესთან ერთად მებრძოლი ქართველი ტვ პირველის ეთერში.
ნიკა გელენიძე 57-ე ქართველი სამხედროა, რომელიც ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა.