საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წლის ღონისძიებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უმასპინძლებს.
„2023 წელს ევროპის სხვა აპლიკანტ ქვეყნებს შორის გაიმარჯვა საქართველომ. ევროპის ბიზნეს რეესტრების ასოციაცია, რომელიც 42 ქვეყანას აერთიანებს, ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს ჩაატარებს თბილისში და ესეც, რა თქმა უნდა, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ბიზნეს ასოციაციების კუთხითაც საქართველო არის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითი“ - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაცია (EBRA) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს 42 ქვეყანას აერთიანებს და მიზნად ისახავს ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას.