იურისტების მომავალი თაობების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, მათი სამართლებრივი პრობლემების პრაქტიკულ გადაჭრაში ჩართულობისა და სამინისტროს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად იუსტიციის სამინისტროში ინერგება ინოვაციური ახალგაზრდული პლატფორმა – კლუბი „YOUTHTITIA“. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.
კლუბი დაეხმარება ახალგაზრდებს, გაიღრმაონ შესაბამისი დარგობრივი ცოდნა, შეიძინონ პროექტების მართვის გამოცდილება და გაიუმჯობესონ დასაქმების პერსპექტივა.