სამართალშემოქმედების პროცესში აკადემიური კომპონენტის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში საუბრისას.
„ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ მეცნიერებასა და კვლევაზე დაფუძნებული მიდგომებით. სწორედ ამიტომ გამოვეცით ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის 5 ნომერი უკვე გამოიცა. 2023 წლიდან ის უკვე წარმოდგენილია ციფრულ პლატფორმაზე და მოიპოვა საერთაშორისო რეფერირებაც. ასევე, ჩვენ სამინისტროსთან გვაქვს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც იღებენ აქტიურ მონაწილეობას, მათ შორის, ჩვენ მიერ პარლამენტში წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.