საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრა შოტლანდიასთან გამართა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
ანგარიში პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში სკოტ მაკტომინეიმ ანგარიში გაათანაბრა. 57-ეწუთზე კი კვარაცხელიამ მეორე გოლი გაიტანა - 2:1. დამატებით დროში კი შოტლანდიელებმა შეცვლაზე შესული ლოურენს შენკლენდის გოლით ანგარიში ისევ გაათანაბრეს.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.