ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკს აკონტროლებენ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა. იუწყება CNN
„ნაჰალის ბრიგადამ გააერთიანა საბრძოლო ძალები და კომანდოს საბრძოლო ძალებმა შატის ბანაკზე ოპერატიული კონტროლი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დაამყარეს. ისრაელის შეიარაღებული ძალები და 162-ე დივიზია ანადგურებენ „ჰამასის“ ცენტრებსა და სამალავებს, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში აშენებდნენ“, -განაცხადა ჰაგარმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადისა და გოლანის ქვეითი ბრიგადის წევრებმა დაიკავეს „ჰამასის“ რამდენიმე სამთავრობო შენობა ქალაქ ღაზის შეიხ იჯლინისა და რიმალის რაიონებში.
ისრაელელმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს „ჰამასის“ საკანონმდებლო საბჭო, მისი სამთავრობო კომპლექსი და პოლიციის შტაბი.