რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ქართველი ტყვის დაკითხვაა ნაჩვენები.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, ეს არის საქართველოს მოქალაქე, გიორგი გოგლიძე, რომელიც უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში სნაიპერი იყო.
ასევე რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსულმა მხარემ ტყვედ აიყვანა ამავე ლეგიონის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, საქართველოს მოქალაქე – გიორგი ჩუბეთიძე.