თბილისის მერიის განცხადებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს.
„ამჯერად, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ - ნათქვამია განცხადებაში.