რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში, სოფლის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე ის ოჯახის წევრებმა, მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა გააცილეს. სამოქალაქო პანაშვიდები კი დღეს გორის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.