გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 10 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი და ქარიანი ამინდი, 11-13 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 12-13 ნოემბერს +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 10 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და 14 ნოემბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +13, +15 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +10, +12 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. 10 ნოემბერს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +7, +9 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.