ბიზნესის მხარდაჭერისა და ეკონომიკის განვითარებისთვის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა ხორციელდება.
ფინანსთა სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს შორის დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიზანია საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობისა და კეთილსინდისიერი გადამხდელების წახალისების გზით ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საკრედიტო აქტივობის ზრდას.
შეთანხმების თანახმად, ფინანსთა სამინისტრო რეგულარულად მიაწვდის კომერციულ ბანკებს სრულყოფილ საგადასახადაო ისტორიას კეთილსინდისიერი გადამხდელების მიერ შესრულებული ვალდებულებების შესახებ.
თავის მხრივ კომერციული ბანკები გამოთქვამენ მზადყოფნას, მეწარმეებს მიაწოდონ გამარტივებული და შეღავათიანი საბანკო მომსახურეობა და კრედიტის გაცემისას გაითავლისწინონ გადამხდელთა საგადასახადო ისტორია და მაქსიმალურად უზრუნველყონ მათ მიერ წარმოდგენილი ბიზნეს იდეების დაფინანსება.
"საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი საბანკო სექტორზე მოდის. 2010 წლის 11 თვეში საბანკო სექტორის აქტივებმა რეკორდულ მაჩვენებელს 10 მილიარდ ლარს მიაღწია. მნიშვნელოვანია რომ ეს ფულის მასა ისევ ქართულ ეკონომიკისა დაუბრუნდეს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის თუ სხვა პრიორიტეტული დარგების დაკრედიტების გზით' - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კომერციულ ბანკსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხლშეკრულება საკმაოდ კარგი და საინტერესო შეთანხმებაა.
"ზოგადად ეს ინიციატივა ეხება ორ მთავარ ამოცანას: პირველი ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის კრედიტების კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა და მეორე ეს შეთანხმება დაეხმარება პატიოსან გადამხდელებს.
შეთანხმების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან პატიოსანი გადამხდელების სია კომრციულ ბანკებს ყოველთვიურად მიეწოდება. კომერციული ბანკები კი თავის მხრივ გამოხატავენ მზადყოფნას ასეთი ტიპის კლიენტების დასაკრედიტებად"- განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მთავრობასთან ერთად აქტიურად ერთვება საბანკო სექტორი. აღნიშნულ შეთანხმება ერთის მხრივ დაეხმარება პატიოსან გადამხდელს გაცილებით მარტივად და სწრაფად აიღოს კრედიტი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ დაეხმარება საბანკო სექტორს თანხა საიმედო ბიზნეს პროექტებში დააბანდოს" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ მაღალი საგადასახადო კულტურა ბიზნესის წარმატების საფუძველი გახდება.
"მაღალი საგადასახადო კულტურა ბიზნესის ერთადერთი არა, მაგრამ წარატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ყველას სურს, რომ პარტნიორად კარგი გადამხდელი ყავდეს. როდესაც მთავრობა ბანკებში თავად გამოგზავნის ასეთ ინფორმაციას, საბაკო სექტორისათვის უკვე ბევრად იოლი იქნება მეწარმებთან ურთიერთობა"- აცხადებს ზურაბ გვასალია.
მხარეთა განცხადები ეს შეთანხმება სახელმწიფოსა და საბანკო სექტორის მიერ ჯანსაღი ბიზნესგარემოს ხელშეწყობის კიდევ ერთი დასტურია.