დღეს, 23 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მოაწყობს.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, საჯარო განხილვაზე ნებისმიერ ლაგოდეხელს შეუძლია მისვლა და თავისი აზრის დაფიქსირება. მასზე მიწვეული არიან მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 22 დეკემბერს, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა.