2012 წელს რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ რუსული მედია სახმელეთო შეიარაღებული ძალების სარდალზე, გენერალ-პოლკოვნიკზე ალექსანდრ პოსტნიკოვზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, 2011 წელს დაგეგმილია წვრთნების მოსამზადებლად მოლაპარაკებები, ასევე გაცნობითი ხასიათის ვიზიტები და გაცვლითი პროგრამები სამხედროების მომზადების გამოცდილების გასაზიარებლად ევროპაში და აშშ-ში.
ამასთან, რუსი გენერლის ინფორმაციით, მომავალ წელს რამდენიმე საერთაშორისო სამხედრო წვრთნების იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ქვეყნების, ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები.
ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ერთობლივ წვრთნებს ბელორუსიასთან, მონღოლეთის და ინდოეთის სამხედრო ძალებთანაც გამართავს.
გარდა ამაისა, ალექსანდრ პოსტნიკოვის თქმით, დაგეგმილია 120 ტაქტიკური და სპეციალურ-ტაქტიკური წვრთნები.