სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, სალომე ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკულ ფორუმში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერითა და NARUC-ის ორგანიზებით, შრი-ლანკის ენერგეტიკულ პროგრამასთან კოორდინირებით, 3-5 ოქტომბერს, კოლომბოში გაიმართა.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, სალომე ჯანელიძემ შრი-ლანკის კომუნალური მომსმახურებების კომისიისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმირების საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება. ფორუმის ფარგლებში წარდგენილი პრეზენტაციები შეეხებოდა ენერგეტიკული საწარმოების საქმიანობების განცალკევებას, ენერგეტიკული ბაზრების განვიტარებასა და მარეგულირებელი კომისიის როლს ახალ ენერგეტიკულ ბაზრებზე.