სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს იწყებს თემაზე: „ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების საფუძვლები“.
სასწავლო კურსი განკუთვნილია როგორც საჯარო, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ბუნებრივი გაზის, ენერგეტიკული პოლიტიკის, ბუნებრივი გაზის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლასა და რეგულირების პრინციპებს.
კურსის ფარგლებში ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები და სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორები.
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 20 ოქტომბერი, 18:00 საათი.
დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე: www.entc.ge.