თურქეთმა ანკარაში ტერაქტის შემდეგ ერაყის ჩრდილოეთით ავიაიერიში მიიტანა და ქურთული დაჯგუფების 20 ობიექტი გაანადგურა.
ინფორმაციას სააგენტო Anadolu თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, თურქმა სამხედროებმა ავიადარტყმები განახორციელეს ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ, ერაყის ჩრდილოეთით ჰარიში, ჰაკურკში, მეთინსა და ქანდილში.
„ავიადარტყმების შედეგად საერთო ჯამში განადგურდა 20 ობიექტი, მათ შორის თავშესაფრები, ბუნკერები, საწყობები, რომლებსაც იყენებდა სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია და რომელსაც თავს აფარებდნენ ტერორისტული ორგანიზაციის მაღალი რანგის წევრები“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
1-ელ ოქტომბერს, ანკარაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესასავლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიჭრა ორი პილიციელი. ამასთან, სამართალდმაცველებმა გაანადგურეს კიდევ ერთი ტერორისტი.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო.