მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 2146 შემთხვევა.
როტორც, "ჯი-ეიჩ-ენს" შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განუცხადეს, ინფიცირებულთაგან 1606 მამაკაცი და 540 - ქალია.
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 35 წლამდეა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა, მაია ცინცაძემ განუცხადა, შიდსი განუვითარდა 1141 პაციენტს. აქედან 458 გარდაიცვალა. ამ დროისათვის მკურნალობას იტარებს 557 პაციენტი, მათგან 26 ბავშვია.