სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს სოციალ-დემოკრატიული პარტია (SMER) ლიდერობს და უსწრებს მთავარ მოწინააღმდეგეებს ლიბერალურ პროევროპულ პარტიას „პროგრესული სლოვაკეთი“ და მემარცხენე ცენტრისტულ პარტიას „ხმა“.
სახელმწიფო საარჩევნო კოომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით, ბიულეტინების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ რობერტ ფიცოს პარტიას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 23,3 პროცენტმა, „პროგრესულ სლოვაკთს“ 17,03 %-მა, ხოლო „ხმას“ 14,96%-მა.
რობერტ ფიცო, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ ეს შორეული პერსპექტივაა.
მისივე თქმით, უკრაინა „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა“ და მისი დღევანდელი მმართველობა „შორსაა დემოკრატიული სტანდარტებისგან“.
სლოვაკეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სლოვაკეთი ვეტოს დაადებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, რადგანაც, მისივე თქმით, „ჩვენ არ გვსურს მესამე მსოფლიო ომი“.
რობერტ ფიცო ასევე არ უჭერს მხარს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას.