ევროკავშირმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 27 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მოამზადა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა კიევში თავდაცვის მრეწველობის ფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
სექტემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს გაზარდონ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, რომლებიც სწავლებას ევროპულ ცენტრებში გაივლიან.
2024 წლისთვის იგეგმება უკრაინის შეიარაღებული ძალების 40 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის მომზადება.
შაბათს ბორელი მოულოდნელად ოდესას ეწვია.
მან ვიდეომიმართვა ოდესის ფერისცვალების ტაძრის წინ ჩაწერა, რომელიც ძლიერ დაზიანდა 23 ივლისს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
ამ მიმართვისას ბორელმა დაგმო მარბაროსული თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე.
„უკრაინას უფლება აქვს დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან და დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ბორელმა.