პაკისტანში ორი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. პირველი აფეთქება მასტუნგის რეგიონში, ბელუჯისტანის პროვინციაში მეჩეთის ახლოს მოხდა, რომელსაც სულ მცირე 52 ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 58 მოქალაქე. ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
პოლიციის განცხადებით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტერორისტული ელმენტის საქმიანობის შესახებ ლაპარაკობს.
რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის“ პაკისტანის დაჯგუფება მომხდართან კავშირს უარყოფს. ბელუჯისტანის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ჰაიბერ-პაჰთუნჰვას პროვინციაში, სამლოცველო სახლში. ამ ინციდენტისას დაიღუპა სულ მცრე ხუთი ადამიანი. ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარის მიზეზები არ დაუსახელებია. ამავე დროს ადგილობრივი მედია წერს, რომ მეჩეთის სახურავი ჩაინგრა და ნანგრევების ქვეშ 40-მდე ადამიანი მოყვა.