დღემდე ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, თუმცა ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. 30 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც 100 ათასობით ჩვენმა მოქალაქემ იძულებით დატოვა აფხაზეთი. ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი ჯარისკაცების და თითოეული მოქალაქის ხსოვნას, ვინც ამ ომს შეეწირა. დღემდე ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, თუმცა ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ერთობლივად, ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.