თბილისის მერიის განცხადებით, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება
„საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ გზის საფარი დაზიანდა, რის გამოც, 23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება.
შეზღუდვა ბახტრიონის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს შეეხება.
გზის საფარი უახლოეს დღეებში აღდგება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია განცხადებაში.