გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი და სააგენტოს უფროსის მოადგილე მაია ბერაძე უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, ლიცენზირების დეპარტამენტის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის საქართველოში არსებული სისტემა გააცნო. შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგის და გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც აღნიშნულ საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს და სამუშო ვიზიტით მყოფ უზბეკ სტუმრებს გამოცდილება გაუზიარეს.
უზბეკეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გაირატ მუხამედოვმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.