დღევანდელი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი და რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ასევე ეს არ იყო მოტივირებული პოლიტიკური ნიშნით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„სახელმწიფოს ჰქონდა საკმაოდ მყარი არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იყო სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, არ ჰქონდა პოლიტიკური მოტივაცია და ბუნებრივია, ადამიანი, რომელიც მოიშორებს ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებას და დემონსტრაციულად არ დაემორჩილება სამართლის აღსრულებას, რა თქმა უნდა, მის მიმართ დამძიმდება პასუხისმგებლობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განხილვა საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“, არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.