ბორჯომში, ხუთსართულიანი შენობიდან 35 წლის კაცი გადავარდა. შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში გადაასვენეს. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი შპს "ბესთ ბილდ გრუპში" იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა.
შემთხვევა გუშინ, 3 სექტემბერს მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექქსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხობს.