ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევთან, მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ადგილზე შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამედიცინო ექსპერტები იმყოფებოდნენ.
როგორც გამოცემა წერს, ამ ეტაპზე უცნობია ეკუთვნის თუ არა გარდაცვლილის ცხედარი მიმდინარე წლის 5 მაისს დაკარგულ ახალგაზრდა კაცს, გიმზერ კაველიძეს.
სოფელ ნაქალაქევში მცხოვრები 28 წლის გიმზერ კაველიძე მიმდინარე წლის 5 მაისს დაიკარგა.