ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხას კანიონზე, ლომინას ტბასთან ვიზიტორი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მეგობრები მანქანით გადაადგილდებოდნენ. უამინდობის გამო მანქანიდან გადმოსვლა მოუწიათ და გზის ფეხით გაგრძელება გადაწყვიტეს. წვიმის გამო ერთერთ მათგანს ფეხი დაუცდა და გადავარდა.
უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს ლომინას ტბასთან მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.