შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გიულისხმობს.
„ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, გურიაში ჩასულ პარტიის წევრებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმ დროს დაუპირისპირდნენ, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდნენ და ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ.
მათივე ინფორმაციით, ანგარიშსწორებაში, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლაშა თოლორდავაც მონაწილეობდა.
„კრიმინალმა ჩიგოგიძემ თავისი კრიმინალი თავისი კრიმინალი სამეგობრო დაგვახვედრა. აქ არ არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ჩოხატაურის ინტერესებს. ესენი არიან ჩიგოგიძის სამეგობრო და კლანი. ეს ადამიანები ფიზიკურად დაგვესხნენ თავს. რატომ? იმიტომ, რომ ჩოხატაურელებს არ ვუთხრათ, რომ დუმბაძის სკვერის გასხვისება უნდათ. აი, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ესენი არიან მოძალადეები და დამნაშავეები,“ - განაცხადა დავით მჟავანაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, დავით მჟავანაძე კლინიკაში გადაიყვანეს.