იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიაში ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს მოქალაქეები ქალაქ სალერნოში დააკავეს. მათი უმეტესობა ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა. დაჯგუფებამ რვა თვის განმავლობაში მოიპარა 100 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული პროდუქცია. მოპარული საქონლის ნაწილი გამოძიების შედეგად ამოიღეს.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო პანტედოსიმ მადლობა გადაუხდა სამართლადამცველებს სალერმოში ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით.