ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ქვევრის გასაწმენდად ჩავიდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ რომ არ დაბრუნდა, მეზობელმა მოიკითხა და ახალგაზრდა ქვევრში უგონო მდგომარეობაში ნახა, ამის შემდეგ მის დასახმარებლად ქვევრში ისიც ჩავიდა, თუმცა დაგროვებული ე.წ. „ჭაჭის გაზის“ დიდი ოდენობის გამო, შუახნის კაცი თავადაც გაიგუდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.