ავარია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონთან - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები.
შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი, ორი ქალი და ოთხი მოზარდი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის, 35 წლამდე ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.