საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 22 აგვისტოს, სოფელ ქვემო ხანდაკში, ბრალდებულმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-109-ე მუხლის „თ“ და ,,კ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ასევე, ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.