კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა.
გავრცელებული ცნობით, დაკავებულია ასაკოვანი კაცი.
შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ, სოფელ ხანდაკში მოხდა. ცნობილია, რომ პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან, ნივთმტკიცების სახით, დანა ამოიღო.
გამოძიება 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.