მარნეულში კაცმა ცოლი დანით მოკლა. ინფორმაციას აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
"მარნეულში მამაკაცმა ცოლი დანით მოკლა. მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონია და როცა მისმა ცოლმა წამლების დალევა შესთავაზა, მან ცუდად მიიღო ეს და დანით დაარტყა, შემდეგ კი, როცა თავის დარტყმას ცდილობდა, მისმა შვილმა შეაჩერებინა," - წერს ბაირამოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა. 50 წლამდე კაცმა ცოლს არასრუწლოვანი შვილის თვალწინ დანა რამდენჯერმე დაარტყა. ცივი იარაღით დაზიანებები აქვს მიყენებული 15 წლის ბიჭსაც.
კაცი დაკავებულია.